აქციის დაშლა

თალაკვაძე აქციის დაშლაზე: შსს-მ აჩვენა, როგორი პასუხისმგებლიანია მოქალაქეების მიმართ

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელებმა და შს მინისტრმა კანონმდებლობის სრული და ზედმიწევნით დაცვით, სტანდარტების დაცვით შეძლეს აღედგინათ პარლამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები და შეძლეს, რომ პროპორციული მინიმალური ჩარევით დაებრუნებინათ მანიფესტაცია, შეკრება და აქციები, რომელიც იმართებოდა პარლამენტის წინ, კანონმდებლობის ფარგლებში.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს პოლიციელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლეს, ეჩვენებინათ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მას თითოეული მოქალაქის მიმართ, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომელიც შესაძლოა, ამ მომენტში პროტესტს გამოხატავდეს გარკვეული გადაწყვეტილების გამო

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიურის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დაშლაზე. პოლიციამ აქციის დაშლის პროცესში 20-მდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები