აქციის დაშლა

ბოკერია: პროტესტი გაგრძელდება, დისკომფორტი სულ ექნებათ, უარესი მოუვათ ხვალ თუ არა, ზეგ

რა თქმა უნდა პროტესტი გაგრძელდება, ეს დისკომფორტი სულ ექნებათ, თუ მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა, ამაზე უარესი მოუვათ ხვალ არა და ზეგ, ეს გარდაუვლად გაგრძელდება. სამარცხვინო კაცის სამარცხვინო ბრძანება შეასრულეს, ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს და უტიფრად საუბრობენ. სანამ ეს ასეა, მანამდე ეს ხალხი ნორმალურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ გააგრძელებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა პარლამენტის შესასვლელები.

კომენტარები