პარლამენტის პიკეტირება

პარლამენტში გია ჟორჟოლიანიც არ შეუშვეს

პარლამენტის პიკეტის მონაწილეებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს კიდევ ერთ დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს.

ჟორჟოლიანს დემონსტრანტები შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც ის სამართალდამცველების დახმარებით მივიდა ავტომანქანამდე.

მერაბ ქვარაიასა და რევაზ არველაძის შემდეგ გია ჟორჟოლიანი დღეს უკვე მესამე დეპუტატია, ვინც პიკეტირების გამო პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო.

ის 2016 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სიით მოხვდა და ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების" წევრი იყო. 2019 წლის დასაწყისში მან უმრავლესობა დატოვა და მარტში ფრაქცია შექმნა პატრიოტთა ალიანსთან ერთად.

კომენტარები