საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პოლიტიკური პარტიები პარლამენტთან აქციას მსვლელობებით უერთდებიან

პარლამენტის წინ შეკრებილებს პოლიტიკური პარტიები მსვლელობით უერთდებიან.

ევროპული საქართველო პარლამენტისკენ ოპერის ტერიტორიიდან დაიძრა, ნაციონალური მოძრაობა - პუშკინის სკვერიდან. მსვლელობას მართავს ლელოც.

პარლამენტის წინ მოქალაქეები 15:00 საათიდან იკრიბებიან. ისინი დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით".

 

კომენტარები