თრეილერი

ჯინ სიბერგზე გადაღებული ფილმის თრეილერი გამოვიდა

კომპანიამ Amazon გაავრცელა ჯინ სიბერგის - ფრანგული ახალი ტალღის მსახიობის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმის SEBERG თრეილერი. სურათში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს. 

სიუჟეტის მიხედვით, ფილმის A bout de souffle წარმატების შემდეგ, სიბერგი აშშ-ში მიემგზავრება. იქ ის ჰაკიმა ჯამალს, რომელიც შავკანიანების უფლებების დამცველია, გაიცნობს. ამის შემდეგ მსახიობი შეუერთდება ჰაკიმის მოძრაობას, საფრანგეთში მყოფ ქმარს მიატოვებს და ჯამალთან რომანს გააბამს, თუმცა იცის, რომ მას ცოლი ჰყავს. 

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. 

კომენტარები