მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი

მილა კუნისი და ეშტონ კუჩერი შვილებს ქონებას არ დაუტოვებენ

forward

ეშტონ კუჩერი და მილა კუნისი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. მათი საერთო ბიუჯეტი,  news.com.au-ს ანგარიშის მიხედვით, 265 მილიონ დოლარს შეადგენს. კუნისს და კაჩერს ორი შვილი, 5 წლის  ვაიატ იზაბელ კაჩერი და 3 წლის დიმიტრი პორტვუდ კუჩერი, ჰყავთ და როგორც მშობლები ამბობენ, ისინი შვილებისთვის ქონების დატოვებას არ გეგმავენ, არამედ ამ ფულს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ. 

"ჩემი შვილები საკმაოდ პრივილეგირებული ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს არც კი იციან. ჩვენ არ დავუტოვებთ მათ ქონებას, არამედ ამ ფულს ქველმოქმედებაში დავხარჯავთ. თუ ჩემი შვილები გადაწყვეტენ, რომ ბიზნესი წამოიწყონ და კარგი ბიზნეს გეგმა ექნებათ, მათ აუცილებლად დავაფინანსებ, მაგრამ ფულს არ დავუტოვებთ" თქვა კუჩერმა.

მსახიობებს იმედი აქვთ, რომ ასეთი მიდგომით მათ შვილებს მეტი მოტივაცია ექნებათ საკუთარი კარიერა ჰქონდეთ, პატიოსნად იმუშაონ და მცირედის დაფასებას ისწავლიან. 

უფრო ადრე, მსახიობებმა შვილებს საშობაოდ მოკრძალებული საჩუქრები აჩუქეს, რადგან ბავშვები არ გაეთამამებინათ.

"ჩვენს მშობლებსაც ვთხოვდით, რომ თუ რამის ჩუქებას გადაწყვეტენ, მხოლოდ ერთი საჩუქარი უნდა შეერჩიათ" აღნიშნა კუნისმა. "არ მინდა, რომ ცხოვრებისგან საჩუქრებს ელოდონ"

კომენტარები