თბილისის მერია

მერის მოადგილე: ხმამაღლა ვაცხადებთ - არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება

ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ კაპიტალურ ინვესტიციას ვახორციელებთ და მომავალ წელსაც განვახორციელებთ. სახელმწიფო ასუბსიდირებს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს 70-დან 90 მილიონ ლარამდე ყოველწლიურად. ყველა შეღავათი მომავალშიც შენარჩუნდება და საზოგადოებრივი ტრასპორტის საფასურის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია.

რაც შეეხება გადახდის ერთიან სისტემას, საუბარია კომბინაციაზე და არა შეწონილ ფასზე. ადამიანი იხდის იმის მიხედვით, რა სატრანსპორტო საშუალებებს ირჩევს და ეს ექცევა საათნახევრიან თავისუფალ სქემაში. მთავარია, "ოფციების" არჩევა შეძლოს მოქალაქემ ტექნოლოგიური შეფერხების გარეშე

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში "სისტრას“ წარმომადგენლის გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს. კვლევითი კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მგზავრობის ერთიანი გადახდის სისტემის (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ჩამოყალიბების შემდეგ, მგზავრობის ფასი გაიზრდებოდა.

კომენტარები