სირია-რუსეთი

Financial Times: ბაშარ ალ-ასადის ნათესავები მოსკოვი-სიტიში 19 აპარტამენტს ფლობენ

ft.com

Financial Times-ის ინფორმაციით სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, ნათესავებმა 2013-დან 2019 წლამდე პერიოდში რუსეთის დედაქალაქში, მინიმუმ, 20 უძრავი ობიექტი შეიძინეს, მათ შორის 19 საქმიანი ცენტრის, მოსკოვი-სიტის ცათამბჯენებში. 

FT ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის Global Witness მიერ ჩატარებულ ანტიკორუფციულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალ-ასადის ნათესავების მიერ შეძენილი 18 აპარტამენტი და ერთი საოფისე სივრცე მოსკოვი-სიტიში მდებარე კომპლექსშია განთავსებული, რომელსაც "დედაქალაქების ქალაქი" ეწოდება. 

კოშკზე, სახელწოდებით "ფედერაცია" ალ-ასადის ნათესავებმა 1 243 კვადრატული მეტრის ქოენბა შეიძინეს. გარდა ამისა, მოსკოვი-სიტისთან ახლოს კიდევ ერთი 3-ოთახიანი სახლი მდებარეობს, რომელიც ასევე სირიის პრეზიდენტის ოჯახის მფლობელობაშია. 

მთელი ეს უძრავი ქონება ჯამში $40 000 000-დაა შეფასებული. მათგან მხოლოდ 4 ობიექტი გამოიყენება საცხოვრებლად, ერთი არენდითაა გაქირავებული, უმეტესი მათგანი კი კომერციული მიზნებით არ გამოიყენება. 

გამოცემის ცნობით, უძრავ ქონებას ალ-ასადის ბიძაშვილები (რომლებზეც საერთაშორისო სანქციებია ამოქმედებული) და მათი ნათესავები ფლობენ. 

Financial Times-ის ინფორმაციით, 20 ობიექტიდან ყველაზე მეტი, 13 ობიექტის მფლობელი სირიის პრეზიდენტის ბიძაშვილი ხაზიფ მახლუფი და მასთან დაკავშირებული რუსული კომპანიაა. Global Witness-ის კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ობიექტების შეძენისთვის კრედიტირების რთული სქემაა გამოყენებული, რომელიც ძირითადად, ფულის გათეთრებას ახასიათებს ხოლმე. 

საუდის არაბეთში რუსეთის ყოფილმა ელჩმა, ანდრეი ბაკლანოვმა, Financial Times-ს უთხრა, რომ ბაშარ ალ-ასადის ნათესავებმა მოსკოვში უძრავი ქონება დასავლეთის ქვეყნების მიერ მათ მიმათ ამოქმედებული სანქციების გამო შეიძინეს. 

"სრულიად ბუნებრივია, რომ სირიის ელიტა თავის ფულს იმ ქვეყნებში აბანდებს, სადაც შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არაფერი დაემართებათ," - ამბობს ბაკლანოვი. 

მოსკოვში შეძენილი ყველა უძრავი ქონება მახლუფების ოჯახს უკავშირდება, რომელიც სირიაში გავლენით მეორე ადგილზე დგას. 2011 წლამდე ეს კლანი სირიის ეკონომიკის 60%-ს აკონტროლებდა. ალ-ასადის კიდევ ერთი ბიძაშვილი რამი მახლუფი (რომელსაც მოსკოვი-სიტიში ბინა აქვს) სირიაში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად და "ასადის საოჯახო ბანკირად" ითვლებოდა. ამასთან, Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში ასადებისა და მახლუფების კლანს შორის ურთიერთობები დაიძაბა. 

კომენტარები