გომური დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე: ასე მარტივად ხდება ხოლმე ყველაფერი, როცა უნდათ

დაზარალებულის სტატუსი დამეხმარება იმაში, რომ გავეცნო საქმის მასალებს, რაც თავის მხრივ, დამეხმარება იმაში, რომ გავიგო, გამოძიება როდის იყო დაწყებული, როგორ მიმდინარეობდა და ა.შ. 

ასე მარტივად ხდება ხოლმე ზოგჯერ ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, როცა უნდათ

წყარო: რუსთავი 2. 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დაშავებულ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი 11 ნოემბერს მიანიჭეს. პროკურატურას 4 თვესა და 2 კვირაზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ გომურისთვის, რომელმაც დარბევისას ცალი თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

კომენტარები