ახალი ბიზნსომბუდსმენი

ახალი ბიზნესომბუდსმენი, სავარაუდოდ, შსს-ის მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი იქნება

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძეს სავარაუდოდ, შსს-ს მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი შეცვლის. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. დაუშვილი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორია. 

ლექვინაძემ დღეს, წასვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერმინისტრი ნიშნავს. მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, ლექვინაძემდე თავად იკავებდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას, შემდეგ კი პრემიერობამდე, შსს მინისტრი იყო.

 

კომენტარები