კინოთეატრ ამირანთან სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შალვა შევარდნაძეს გამოძიება სსკ-ის 118,1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შალვა შევარდნაძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ემუქრება.
სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს თავში მძიმე საგანი კინო ამირანთან, 8 ნოემბერს ესროლეს. ბრალდებული ამბობს, რომ მობილური ტელეფონი დაზარალებულის თანმხლებ ბიჭს ესროლა და ანა სუბელიანს "შემთხვევით" მოხვდა.
8-9-10 ნოემბერს ძალადობრივი დაჯგუფებები ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებდნენ.