ოჯახში ძალადობა

კაცს, რომელიც ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა 1 წელი და 3 თვე მიესაჯა

www.iranhumanrights.org

კაცს, რომელიც ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ქ.ახმეტაში, გ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ  - ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.მ. 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.მ. 2019 წლის 25 მარტს ქ.ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126' მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

კომენტარები