ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრის 100-ზე მეტი კერა გაჩნდა - დაიღუპა 3 ადამიანი

https://ichef.bbci.co.uk

ავსტრალიაში, მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება და 150-მდე სახლი განადგურდა. დამწვარია ხიდები და სკოლები. ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია. 

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმინიტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ ხანძრების ჩაქრობას 1300 მეხანძრესთან ერთად სამხედროებიც ცდილობენ. მათ ამინდი ხელს უშლის. მეტეოროლოგების თქმით, ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია, რასაც ძლიერი ქარიც ახლავს. 

სამაშველო სამსახური მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობს. 

ბოლო ინფორმაციით, შტატის ტერიტორიაზე ხანძრის 130-ზე მეტი კერა ფიქსირდება. 

ხანძრის ერთ-ერთი კერა იმ ადგილას გაჩნდა, სადაც კოალები ბინადრობენ. მეხანძრეებმა ცხოველების ნაწილის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარს ასობით კოალა ემსხვერპლა. ხანძრის გამო სიდნეი კვამლშია გახვეული.

კომენტარები