ძალადობრივი ჯგუფების აქცია

სამადაშვილი: ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ვიხილეთ, ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდებიან

მერვე წელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით ხდება ქვეყანაში მოძლიერება იმ ფაშისტური, ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ეს რეალურად არის რუსეთის დღის წესრიგი, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და დაპირისპირების გაზრდას და მეორე მხრივ შექმნას განცდა, რომ დასავლეთში ინტეგრაციის გარშემო არსებობს ქვეყანაში ღირებულებრივი დაპირისპირება.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია "მთავართან" საუბრობს გუშინ, კინო ამირანთან გამართულ მოძალადე ჯგუფების აქციაზე, სადაც ანა სუბელიანს თავი გაუტეხეს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ფილმის "და ჩვენ ვიცკევეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობნენ, თუმცა ჩვენება მაინც ყველა კინოთეატრში შედგა.

კომენტარები