გუშინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოახერხა და კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ელემენტარული გაკვეთილი. კიდევ ერთხელ გაბედეს პუტინისტმა მოძალადე ჯგუფებმა თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მიდიოდნენ ფილმის სანახავად. გაუტეხეს თავი ადამიანს და პოლიციამ ვერ არა, არ მოახერხა და არ გააკეთა ის, რომ დაეცვა საქართველოს მოქალაქეები. ეს არის მათი სულიერი ერთობა, როცა ბრუნდება საბჭოთა სულისკვეთება იმისა, რომ ვიღაცამ უნდა დააწესოს ცენზურა და შეზღუდოს ადამიანების შემოქმედებითი თავისუფლება.
ძალადობრივი ჯგუფების აქცია
რატიანი: პოლიციამ ვერ არა, არ მოახერხა და არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები
tbl.ge/4603
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ტელეკომპანია "მთავართან" საუბრობს გუშინ, კინო ამირანთან გამართულ მოძალადე ჯგუფების აქციაზე, სადაც ანა სუბელიანს თავი გაუტეხეს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ფილმის "და ჩვენ ვიცკევეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობნენ, თუმცა ჩვენება მაინც ყველა კინოთეატრში შედგა.
ამავე თემაზე
- არა ფობიას: აქციის ორგანიზატორებისადმი დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე
- ჩუგოშვილი: კინოთეატრ "ამირანთან" რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება
- EMC: სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ვასაძის და აქციის სხვა ლიდერების მიმართ
- სამადაშვილი: ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ვიხილეთ, ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდებიან
- კოჟორიძე: დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის არა "ქართული მარში," არამედ "ქართული ოცნება"