თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან

Financial Times: საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრისა და CATO-ს ინსტიტუტის მკვლევრის, ჯეიმს ბექასის წერილი, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს აშშ-სთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ბექასი წერს, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა სტრატეგიულად, კომერციულად და მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და აშშ-ს შორის გაგზავნება ძლიერ სიგნალი, რომ ამერიკა კვლავ მოწადინებულია ფეხი მოიკიდოს ამ საკვანძო რეგიონში," - წერს ავტორი.

მისი თქმით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა დიდ სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესსა და ამერიკელ დასაქმებულებს"

"საქართველო, თავისი ცენტრალური მდებარეობით ევრაზიაში და მზარდად ღია სავაჭრო და საინვესტიციო გარემოთი, ექსპორტის გაფართოების მსურველი ამერიკული კომპანიებისთვის შესაძლებელია, კარიბჭე გამოდგეს ნახევარ მილიარდიან რეგიონულ ბაზარზე".

გარდა ამისა, ავტორის აზრით, რამდენადაც საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში, ის იმსახურებს ამერიკელებისგან თავისუფლად ვაჭრობას.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე თბილისში ვიზიტისას2018 წელს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაშინდელმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმაც ისაუბრა:

"ეკონომიკის მხრივ, არსებობს შესაძლებლობები საქართველოში აშშ-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების გასაზრდელად. თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე ლაპარაკობდა საქართველოს სურვილზე ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-სთან და ვფიქრობ ეს განხილვის ღირსია," - თქვა მან.

ამასთან, გასული წლის ივნისში, კონგრესს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით 28 კონგრესმენმა მიმართა.

 

 

კომენტარები