ეროვნული ბანკის ახალი ოფისი

ეროვნული ბანკის 50 მილიონიანი ოფისის პროექტი

ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული GLMV Architecture-ის პროექტია.

2019 წლის 26 ივლისს თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელწმიფო საკუთრებაში არსებული 8 000 კვადრატული მეტრი მიწა ეროვნულ ბანკს გადაეცა. სწორედ ამ ადგილას იგეგმება ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშნებლობა.

პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

პროექტით სამშენებლო ფართი 17 000 კვადრატული მეტრი იქნება და მომსახურების გაწევის მაქსიმალური ვადა 44 თვით განისაზღვრა.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის იუსტიციის სახლის ერთ-ერთ ფლიგელშია განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა იმ გამოთავისუფლებულ ნაგებობას.

კომენტარები