დემი მური

დემი მური: ეშტონ კაჩერზე დამოკიდებულება უფრო გამანადგურებელი იყო, ვიდრე ალკოჰოლიზმი

ეშტონ კაჩერი და დემი მური

დემი მურმა ჯადა პინკერ-სმიტთან გადაცემა Red Table Talk-ში თავის მემუარებზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და ეშტონ კაჩერთან ქორწინებაზე ისაუბრა.

მსახიობს გადაცემაში შვილები, რუმერი და ტალულაც შეურთდნენ, რომლებიც მას თავისი ყოფილი ქმრისგან ბრუს ვილისისგან ჰყავს.

დემი მური და ეშტონ კაჩერი ქორწინებში 2005 წლიდან 2013 წლამდე იყვნენ. მათ ერთმანეთთან დაშორების გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღეს, თუმცა ოფიციალურად 2013 წელს გაეყარნენ.

"დამოკიდებულება და კოდეპენდეცია. ჩემი დამოკიდებულება ეშტონ კაჩერზე უფრო მეტად გამანადგურებელი იყო, ვიდრე დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რადგან ამან ემოციურად მომშალა", - თქვა მსახიობმა.

დემი მურის თქმით, ის 20 წლის განმავლობაში ფხიზელი იყო, როდესაც სამოგზაუროდ ეშტონ კაჩერთან ერთად წასული კვლავ დაუბრუნდა ალკოჰოლის სმას.

"არ ვიცი რა არის ალკოჰოლიზმი, ვფიქრობ მთავარია ზომიერება. მე ჩემი ისტორია გამოვიგონე, მას [ეშტონ კაჩერს] სურდა ყოლოდა ვიღაც, ვისთან ერთადაც ღვინოს დალევდა და რამეს გააკეთებდა. ის არ არის მიზეზი, რატომაც მე ეს კარი შევაღე. მსურდა, ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვარ და ეს ყველაფერი გავდა ჩემი სიძლიერეების გაცემას", - თქვა მსახიობმა.

დემი მურის თქმით, ის ეშტონ კაჩერზე ახალი დაქორწინებული იყო, როდესაც დაორსულდა, თუმცა 6 თვის ორსულს მუცელი მოეშალა.

წყვილთან ერთად სახლში მხოლოდ დემი მურის ერთი შვილი, ტალულა ცხოვრობდა, რომელიც ამ პერიოდს საკმაოდ ცუდად იხსენებს.

"მე ვუყურებდი მის ქცევებს ეშტონთან ყოფნის დროს, რადგან ყველამ დატოვა სახლი და მხოლოდ მე ვცხოვრობდი მათთან ერთად. თავს ძალიან დავიწყებულად ვგრძნობდი და ავაგე ისტორია, სადაც მას [დემი მურს] არ ვუყვარდი და ეს დავიჯერე. ვიცი, რომ მას 100%-ით ვუყვარვარ, თუმცა იმ მომენტში ეს გულს მტკენდა", - თქვა გადაცემაში ტალულამ.

დემი მურის თქმით, ის უკვე 8 წელია ფხიზელია და ამის შეცვლას არ აპირებს.

მსახიობის მემუარები "Inside out" 2019 წლის, 24 სექტემბერს გამოვიდა. წიგნში ის თავის ბავშვობაზე, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე და ურთიერთობებზე ყვება.

კომენტარები