Freedom House-ის ანგარიში 2019

Freedom House: საქართველო ინტერნეტის მოხმარების კუთხით თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ინტერნეტის მოხმარების კუთხით თავისუფალი ქვეყანაა. 

ორგანიზაციამ საქართველოს 100-დან 75 ქულა და "თავისუფალის" სტატუსი მიანიჭა. 

Freedom House წერს, რომ ხელისუფლება ზოგადად პატივს სცემდა ციფრული უფლებების დაცვას საქართველოში - ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტით სარგებლობის უფლებას.

თუმცა, როგორც ფრიდომ ჰაუსი მიუთითებს, ინტერნეტ თავისუფლებისადმი მუქარა მთელ რიგ ფრონტზე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა, ზრდა ნელი იყო.

ორგანიზაცია საუბრობს სახელისუფლებო ტროლინგის პრობლემაზე, ასევე მიუთითებს ბოლო წლებში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების პროცესის სტაგნაციაზე. 

"ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტები და მომხმარებლები, გააქტიურდა, განსაკუთრებით 2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ამასთან, ინტერნეტით შევიწროება გრძელდება - საანგარიშო პერიოდში ონლაინ დაშინების არაერთი გახმაურებული ფაქტი მოხდა. 

საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები, ხოლო მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012-2013 წლებში, ხელისუფლების შეცვლის პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში პროცესი შეჩერებულია, სტაგნაციაა. ოლიგარქიული აქტორები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე და კანონის უზენაესობა განაგრძობს პოლიტიკური ინტერესების დაცვას", - წერია ორგანიზაციისს ანგარიშში.

კომენტარები