Rihanna

ფაქტები, რომლებიც Rihanna-ს შესახებ შესაძლოა არ იცით

Annie Leibovitz / Vogue

სოციალური ქსელების ეპოქაში ხშირად გვიჩნდება განცდა, რომ ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ყველაზე გაწაფულ "სტალკერსაც" შესაძლოა გამორჩეს რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ბარბადოსელი პოპ ვარსკვლავის Rihanna-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა ამ დრომდე თქვენთვის უცნობი იყო.

  • 27 წლის ბარბადოსელი მომღერლის სრული სახელი რობინ რიანა ფენტია. მას ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები რობინით მიმართავენ. რიანამ გამოცემა როლინგ სტოუნთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ თუ მას ვინმე რობინით მიმართავს, მის ყურადღებას დაიმსახურებს.
     
  • მუსიკოსი, მოდის ინდუსტრიის გამორჩეული წევრი, მსახიობი - რიანას საკუთარი სახელობის ქუჩაც აქვს. 2017 წელს, ბარბადოსის მთავრობამ ქუჩას, რომელზეც ცნობილი ვარსკვლავი გაიზარდა, მისი სახელი დაარქვა.
     
  • 2007 წელს კომპანია Gillette-მა მომღერლის ფეხები მილიონ დოლარად დააზღვია. "ქალღმერთის ფეხები - ასეთი ტიტული მომენიჭა, მაგრამ ვთვლი რომ ნორმალური ვარ, არ ვიცი, მართლა აზღვევს ხალხი საკუთარ ფეხებს მილიონ დოლარად?", - ამბობს მომღერალი theGuardian-თან საუბარში.
     
  • 15 წლის ასაკში რიანამ სკოლის სილამაზის კონკურსი მოიგო, სადაც მერაია ქერის სიმღერა "hero" შეასრულა.
     

კომენტარები