მკვლელობა

კრიშტიანო რონალდოს სტილისტი სასტუმროს ნომერში დანით მოკლული იპოვეს

https://www.independent.com.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ერთერთი სასტუმროს ნომერში, პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს პირადი სტილისტი, რიკარდუ მარკეშ ფერეირა მოკლული იპოვეს. 

40 წლის ფერეირას გვამი სასტუმროს თანამშრომელმა 2 ნოემბერს იპოვა. მისი თქმით, ოთახი სისხლით იყო მოსვრილი, ხოლო სტილისტს დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. 

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 39 წლის ბრაზილიელი კაცი დააკავა. მკვლელობის იარაღი ჯერ ამოღებული არ არის. არც ოფიციალური კომენტარი გაუკეთებია ვინმეს. მკვლელობის მოტივიც უცნობია. 

ფერეირა საკმაოდ ცნობილი სტილისტი იყო. კრიშტიანო რონალდოს გარდა, მისი კლიენტები პორტუგალიელი მოდელები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები იყვნენ. 

კომენტარები