ზვიად ძიძიგური

ძიძიგური ივანიშვილის ინტერვიუზე: მივესალმები ბატონი ბიძინას ასეთი ტიპის წერილებს

ბიძინა ივანიშვილის წერილი არის პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუდმივად აცხადებენ, რომ  ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს, თავის ბიზნესს აკეთებს, თავის ქონებას ამრავლებს.

120 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო პარაგრაფში, რომელიც მართლა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე  მნიშვნელოვან საკურორტო დასასვენებელ ადგილად და სასტუმროდ. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 60 მლნ გადახდის პირობებში, მზად არის დაუთმოს ინვესტორს. ასევე პანორამა თბილისთან დაკავშირებით იმავეს ამბობს, აბასთუმნის კურორტთან დაკავშირებით და იმავეს ამბობს ძალიან ბევრ პროექტთან დაკავშირებით. თანაც უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დაახლოებით 3 მლრდ აქვს ქველმოქმედება განხორციელებული ქვეყანაში, არ ეშლება ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა. მთავარ ამოცანად ის აცხადებს და ასახელებს რომ შავი ზღვისპირეთის სწორედ ეს ნაწილი გახდეს კონკურენტუნარიანი ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვისპირეთის სხვა კურორტებთან მიმართებაში. აქედან საქართველოს ინტერესი იქნება, პირველ რიგში, განხორციელებული. მივესალმები ბატონი ბიძინას ასეთი ტიპის წერილებს. რაც უფრო ხშირად იქნება მისი ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის საქველმოქმედო თუ პოლიტიკურ გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო კარგი პასუხი იქნება ეს ოპონენტებისთვის და ქართული საზოგადოებაც უფრო დეტალურად გაიგებს, სინამდვილეში რა ტიპის მოვლენებთან გვაქვს საქმე

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ზვიად ძიძიგური პარტიის თავმჯდომარის შესახებ. დღეს ჟურნალ Entrepreneur-თან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

კომენტარები