საპენსიო სქემა

საკონსტიტუციომ საპენსიო სქემაზე სარჩელი ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სქემაზე შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტი ედუარდ მარიკაშვილია მოსარჩელე.  

სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა. სასამარლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულებბის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით. 

თუმცა, სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა გასაჩივრებული კანონის შესაბამისობას კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა გასაჩივრებული ნორმების შეჩერების მოთხოვნა. ამ ნაწილში მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი დაწერა. მას მიაჩნია, რომ ნორმების მოქმედების შეჩერების ყველა საფუძველი არსებობს. 

სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა დღეის მდგომარეობით უკვე 161 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც 42 ათასზე მეტი საჯარო სექტორიდანაა.

წაიკითხეთ ტაბულას არქივიდან: საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

კომენტარები