შსს

წყალტუბოში ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

წყალტუბოში შუახნის ასაკის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ავტომობოლის მძღოლი არ გაქცეულა და ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები