მიცვალებულთა დღე

როგორ აღნიშნავენ მიცვალებულთა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

buzzfeed

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიცვალებულთა დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დღესასწაული, 31 ოქტომბერი - ჰელოუინია, თუმცა უამრავ კულტურაში ბევრი ძალიან საინტერესო ტრადიციაა შემორჩენილი, რომელიც ამ ფოტოებზეა ნაჩვენები

მექსიკა, მერიდა

ადამიანები მოხატული სახეებით მონაწილეობენ "სულთა მსვლელობაში" - "El Paseo de Las Almas", 28 ოქტომბერს, მეხიკოში. 

გუილინი, ჩინეთი

უამრავი ლამპარი, რომელიც გუილინში, მდინარეში მოათავსეს , მოჩვენებათა ფესტივალის დაწყებამდე 16 აგვისტოს, 2019 წელს. ტრადიციულად, ფესტივალი ეწყობა მშიერი სულების დასაკმაყოფილებლად. ადამიანები სხვადასხვა კერძებს ამზადებენ გარდაცვლილი ახლობლების მოსაგონად. 

მანილა, ფილიპინები

ქალი თავისი გარდაცვლილი ახლობლის საფლავს უყურებს, 2018 წლის 1 ნოემბერი. ტრადიციულად, მანილაში მიცვალებულების დღეს ხალხი გარეთ გამოდის და სასაფლაოებზე ღამესაც კი ათენებენ, იგონებენ საყვარელ ადამიანებს და იქვე ვახშმობენ. 

ოტავალო, ეკვადორი

ოტავალოს სასაფლაოზე მიცვალებლთა დღეს, 2 ნოემბერს,  მიღებულია გარდაცვლილთა საფლავებთან მისვლა და მათთან საჭმლის გაზიარება.

პაჯუ, სამხრეთ კორეა

ფოტოზე ჩანან  სამხრეთ კორეელები, წარმოშობით ჩრდილოეთ კორეიდან, იმჯინგაკის პავილიონში 2011 წლის 12 სექტემბერს. ჩუსეოკი კორეელებისთვის წელიწადის ის დროა, როდესაც ისინი თავიანთ წინაპრებს იხსენებენ და პატივს მიაგებენ. იმჯინგაკის პავილიონი ის ადგილია, რომელიც კაპიტალისტური სამხრეთ კორეისა და კომუნისტური ჩრდილოეთის საზღვართან მდებარეობს. 

მედანი, ინდონეზია

2012 წლის 1 აგვისტო. წარმოშობით ჩინელი ინდონეზიელები ყალბ ფულს აფრიალებენ თავიანთი წინაპრების საპატივცემულოდ.

ამბოჰიჯაფი, მადაგასკარი

ქალს მისი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი უჭირავს. 2017 წლის 23 სექტემბერი. მადაგასკარზე, ფამადიჰანას (ძვლების ამოღების) დროს,  ზოგიერთი საფლავიდან მიცვალებულები ამოჰყავთ, სუფთა ტანსაცმელს აცმევენ და მათ ძვლებთან ერთად ცეკვავენ. 

ოგანო, იაპონია

იაპონელებს სჯერათ, რომ 13 აგვისტო, ერთ-ერთი ისეთი დღეა, როდესაც მიცვალებულთა სულები დედამიწაზე ბრუნდებიან. ასეთ დღეს ისინი სასაფლაოებზე, თავიანთი ახლობლების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.

ლოს ანჯელესი

4 ნოემბერს, ლოს ანჯელესში, მექსიკელი ამერიკელები Día de los Muerto - მიცვალებულთა დღეს, აღნიშნავენ. 

ბრატისლავა, სლოვაკეთი

5 წლის ტყუპი დები, 1 ნოემბერს ყველა წმინდანის დღეზე ლამპარს ანთებენ. 2017 წელი

კატმანდუ, ნეპალი

ნეპალელი ბავშვები, "ძროხების ფესტივალზე". რელიგიური ადამიანები, მიცვალებულებს პატივს მიაგებენ ძროხებისადმი პატივის მიგებით.

ლიმა, პერუ

1 ნოემბერს, პერუელი მოცეკვავეები გარდაცვლილებისადმი პატივის მისაგებად ერთ-ერთ სასაფლაოზე ტრადიციულ ცეკვას ასრულებენ 

კომენტარები