საქართველოს პარლამენტი

აკაკი ზოიძემ ბექა ნაცვლიშვილს ტროცკისტი უწოდა

ქართული ოცნების წევრმა, აკაკი ზოიძემ ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტროცკისტი უწოდა. 

სიტყვიერი დაპირისპირება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების საკითხს მოჰყვა. მოხსენებით ბექა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. 

მისი თქმით, უმრავლესობა კოდექსში რეალური ცვლილებების განხორციელებას და ადამიანების უფლებების დაცვას არ აპირებს.

სწორედ ამის პასუხად უწოდა აკაკი ზოიძემ ნაცვლიშვილს ტროცკისტი.

"ტროცკისტი ვარ მე, ხო? შენ რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი ხარ ბატონო აკაკი? შუაშისტი ხარ? ეგაა პრობლემა, ვითომ რაღაცა შუალედურს რომ პოულობთ და კომპრომისზე მიდიხართ ყველაფერზე და ხალხს რომ ატყუებთ, ვითომ რაღაც ცვლილებები შეგაქვთ," - მიმართა ნაცვლიშვილმა ზოიძეს.

კომენტარები