სააკაშვილი: ეს ყველაფერი ივანიშვილის ორკესტრირებული კამპანიაა პატრიარქის გადასაყენებლად

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების.

ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.

ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა. ერთის მხრივ,პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა

წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკლესიაში არსებული დაპირისპირების შესახებ. ცნობისთვის, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

კომენტარები