დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: სინოდმა გადაწყვიტა, რომ მამალაძეს გასათავისუფლებლად პრეზიდენტთან უშუამდგომლონ

ნეტგაზეთი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ინფორმაციით, სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ გიორგი მამალაძეზე პრეზიდენტს უშუამდგომლოს.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ​დეკანოზი გიორგი მამალაძის შუამდგომლობა, ერთსულოვნად გადაწყვიტა წმიდა სინოდმა, რომ უშუამდგომლონ პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად", - ამბობს მეუფე პეტრე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები