ემილია კლარკი

ვის ეკუთვნოდა ყავა, რომელიც GOT-ის ბოლო სეზონში კადრში შეცდომით გამოჩნდა

ემილია კლარკი ჯიმი ფელონის შოუში სტუმრად იყო მისული და საუბრის დროს იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ფანებს არ ასვენებდათ. 

სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონში, ერთ-ერთ კადრში ჭიქა შეცდომით გამოჩნდა და ინტერნეტში აურზაური გამოიწვია. 

ემილია კლარკის თქმით ჭიქა მსახიობმა კონლეთ ჰილმა, რომელიც სერიალში ვარისს ასრულებს, დატოვა. 

"კარგით, აი სიმართლეც: ემის დაჯილდოების წინ წვეულება გვქონდა და კონლეთმა, რომელიც ვარისს თამაშობს და ჩემ გვერდით იჯდა, მითხრა: "ემილია, ძვირფასო რაღაც უნდა გითხრა. ის ყავის ჭიქა ჩემი იყო" 

იმის გამო, რომ როდესაც ეს ამბავი მოხდა, უმეტესობამ "დამნაშავედ" ემილია კლარკი სცნო (მსახიობი ხომ კადრში ჭიქასთან ყველაზე ახლოს ზის) კონლეთმა სიმართლე დამალა, რაც ასევე უთხრა კლარკს და ბოდიშიც მოუხადა.

ასე მარტივად ამოიხსნა საიდუმლო, რომელიც სერიალის ფანებს ამდენ ხანს მოსვენებას არ აძლევდათ. 

 

კომენტარები