ყოვეწლიურად Candy Industry ასი ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ტკბილეულის მწარმობელი კომპანიების სიას აქვეყნებს.
სიაში კომპანიები მხოლოდ შემოსავლების მიხედვით არ ხვდებიან - ყურადღება ასევე ექცევა რამდენმად მრავალფეროვანია მათი პროდუქცია და რამდენი ადამიანია მათთან დასაქმებული.
ნახეთ სიის პირველი ათეული:
1. Mars Inc
Mars Inc ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1911 წელს ფრენკლინ კლერენს მარსმა დაარსა. დღემდე კომპანია მარსების ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა - M&Ms, Snickers, Galaxy, Skittles და რათქმაუნდა მარსი. კომპანიაში 115 000 ადამიანია დასაქმებული და 2017 წელს Mars Inc-ის შემოსავალი 35 მილიარდი დოლარი იყო.
2. Ferrero Group
Ferrero Group იტალიური კომპანიაა, რომელიც 1946 წელს პიეტრო ფერერომ დაარსა. ისევე როგორც Mars Inc-ის, ფერეროს კომპანიაც დღემდე ფერეროს ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა - ნუტელა, ქინდერი, რაფაელო, ფერერო როშე და სხვები. კომპანიაში 34 543 ადამიანია დასაქმებული და 2017 წელს Ferrero Group-ის შემოსავალმა 10.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
3. Mondelez International
Mondelez International ამერიკული კომპანიაა, რომელიც სულ რაღაც 7 წლის წინ, 2012 წელს ტომას მაკლნერნეიმ დაარსა. კომპანია ბევრნაირ პროდუქციას აწარმოებს - ტკბილეული, ყავა, ბავშვების საკვები, ცხოველები საკვები, ნაყინი, წყალი და კანფეტები. ამასთან ერთად კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ ტკბილეულებსაც: ორეო, მილკა და ტობლერონი. კომპანიაში 83 000 ადამიანი დასაქმებული და 2018 წელს შემოსავალმა 25.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
4. Meiji Holdings
Meiji Holdings იაპონური კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. მცირე დროში Meiji Holdings-მა მოახერხა მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია გამხდარიყო. დასაქმებულთა რაოდენობა 10 673 ადამიანს შეადგენს, 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა კი მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
5. Hershey Co.
Hershey Company ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1894 წელს მილტონ ჰერშიმ დაარსა. კომპანია ფუნთუშეულს, ორცხობილებს, ნამცხვრებსა და სასმელებს აწარმოებს და მსოფლიოში შოკოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. კომპანიაში 16 910 სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანი მუშაობა და 2018 წელს შემოსავალმა 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
6. Nestle
Nestle შვეიცარიული კომპანიაა, რომლის დაარსების წლად სამ თარიღს მოიხსენიებენ: კომპანია 1905 წელს Anglo-Swiss Milk Company-იმ დაარსა, რომელიც თავის მხრივ 1866 წელს ძმებმა ჯორჯ და ჩარლზ პეიჯებმა დააფუძნეს, გარდა ამისა ნესტლეს "წინაპარ" კომპანიად Farine Lactée Henri Nestléც ითვლება, რომელიც 1866 წელს ჰენრი ნესტლემ დაარსა.
კომპანიამ პოპალურობის მოპოვება პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს შეძლო, როდესაც კონდენსირებული რძის პროდუქტების შექმნა დაიწყო. დღემდე ნესტლე საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელშიც 323 000 ადამიანია დასაქმებული და 2018 წელს შემოსავალმა 91 მილიარდი დოლარი შეადგინა.
7. Lindt & Sprüngli
Lindt & Sprüngli ასევე შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 1845 წელს დაარსდა. კომპანია ყველაზე მეტად შოკოლადის ტრუფელებისა და ფილების წარმოებითაა ცნობილი. დასაქმებულ პირთა რაოდენობა 14 000 ადამიანს შეადგენს, 2018 წელს კი შემოსავალი 4 მილიარდი დოლარი იყო.
8. Ezaki Glico
Ezaki Glico იაპონური კომპანიაა, რომელიც 1922 წელს რიიჩი ეზაკიმ დაარსა. კომპანია ძირითადად შოკოლადს, საღეჭ რეზინებს, ნაყინსა და ყოველდღიური მოხმარებისთვის შექმნილ საკვებს აწარმოებს.
9. Haribo
Haribo გერმანული კომპანიაა, რომელიც 1920 წელს იოჰანეს რიეგელმა ქალაქ ბონში დაარსა. კომპანიის დასახელება დამფუძნებლისა და დაფუძნების ადგილის ასოებისგან არის შემდგარი - Hans Riegel, Bonn. კომპანია ძირითადად ჟელიბონებს აწარმოებს და მსოფლიოს გარშემოც სწორედ ამით არის ცნობილი. 2019 წლის მონაცემებით იქ 7 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული, შემოსავალი კი დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
10. Perfetti Van Melle
Perfetti Van Melle იტალიური კომპანიაა, რომელიც 2001 წელს დაარსდა. კომპანია კანფეტებისა და საღეჭი რეზინების საერთაშორისო მწარმოებელია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა მენთოსი და ჩუპა ჩუპსი. დასაქმებულთა რაოდენობა 17 700 ადამიანს შეადგენს, 2017 წლის მონაცემების მიხედვით კი შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.