აშშ - რუსეთი

რუსეთმა წყალქვეშა ნავიდან ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა

TASS

რუსეთმა ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავიდან ბულავას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოცადა და როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ათასობით კილომეტრის მოშორებით სამიზნეს დაეცა.

რაკეტა რუსეთის ჩრდილოეთიდან, თეთრი ზღვიდან გაისროლეს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე დაეშვა. 

წყალქვეშა ნავი Knyaz Vladimir რუსული ბირთვული ბალისტიკური რაკეტის მქონე წყალქვეშა ნავის Borei 955A ტიპის მოელის განახლებული ვერსიაა.

რუსულ მედიაში თქვეს, რომ წლის დასასრულს მაშინ, როდესაც წყალქვეშა ნავები ცდებს დაასრულებენ, ისინი რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტს შეუერთდებიან.

2017 წლამდე რუსეთი 10 ამგვარი წყალქვეშა ნავის აგებას გეგმავს. 

გასულ კვირას რუსეთის სამხედრო სწავლებებზე ჭექა 2019, წყალქვეშა ნავმა რიაზანმა ვერ გაუშვა კონტინეტშორისი ბალისტიკური რაკეტა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) 2 აგვისტოს სრულად დატოვა.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

შეთანხმება 1987 წელს დაიდო. მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი აწერენ. 

აგვისტოს ბოლოს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება სარაკეტო გამოცდის შესახებ. მათი თქმით გამოცდა წარმატებით დასრულდა და რაკეტა 500 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეს მოხვდა. ეს პირველი მსგავსი გამოცდაა, რომელიც აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დატოვების შემდეგ ჩაატარა. ხელშეკრულებაში ყოფნის პერიოდში მსგავსი ტესტის ჩატარება მონაწილე ქვეყნებს არ შეეძლოთ.

კომენტარები