ჰაშიშიანი ნამცხვრები

გერმანიაში, დაკრძალვის შემდეგ, სტუმრებს ჰაშიშიანი ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ

აღმოსავლეთ გერმანიაში, ერთ-ერთი დაკრძალვის შემდეგ გამართულ ვახშამზე, ჭირისუფლებსა და სტუმრებს ჰაშიშიანი ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ. 

 დაკრძალვის შემდეგ, რესტორანში მისული სტუმრები, დესერტად ნამცხვარს მიირთმევდნენ, რის შემდეგაც 13-მა ადამიანმა სისუსტე, თავბრუსხვევა და გულის აჩქარება იგრძნო, სწორედ ამის გამო გამოიძახეს სასწრაფო. 

აღმოჩნდა, რომ მზარეულმა, რომელსაც ვახშმისთვის ნამცხვრის გამოცხობა ევალებოდა, ეს საქმე თავის 18 წლის ქალიშვილს გადააბარა. მზარეულის სახლის მაცივარში ორი ნამცხვარი ინახებოდა და მან დაკრძალვისთვის შემთხვევით ჰაშიშიანი წამოიღო, რომელიც შვილმა თავისი მეგობრებისთვის გამოაცხო.

შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია, ჭირისუფლების მდგომარეობის გათვალისწინებით, არ გამოქვეყნებულა. 

კომენტარები