ყოფილი პროკურორის პოსტი

"სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ, რადგან არაა კონკრეტიკა" - თადუმაძე ყოფილი პროკურორის პოსტზე

იმედი

"სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ აქ, რადგან არ არის კონკრეტიკა მითითებული," - მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის საქმეზე საუბრობს, რომელმაც სამსახური დატოვა და უწყებაში არსებულ პრობლემებზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა. თადუმაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება და იმედს გამოთქვამს, რომ ადეიშვილი შესაბამის ორგანოებათან ითანამშრომლებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ეს ინფორმაცია იქნებოდა კონკრეტული უფრო, გამომდინარე იქედან რომ საუბარია 4-5 წელზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შეთხვევაში ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხიმგებლობის საკითხი დადგება," - ამბობს თადუმაძე.

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სალომე ადეიშვილი საუბრობს უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე და კონრეტულ საქმეებზე კონკეტული პირების მიერ "დავალებაზე", შერჩევით სამართალზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ა.შ.

ყოფილი პროკურორი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის" და "ჩალიჩის" გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)". სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

კომენტარები