გოცირიძე წყალტუბოზე: ეს არის მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც არავინ აღარ ჭამს

ეს მორიგი სიცრუეა. ივანიშვილი სასტუმროებს კი არ გამოისყიდის, არამედ წაართმევს. ეს არის მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც დღეს არავინ აღარ ჭამს, არავინ არ იჯერებს ამას. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები