ივანიშვილის გაცხადება

გურჯაანის მაჟორიტარი: განახლებული წყალტუბო გახდება მიზიდულობის ცენტრი

ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის გააზრებული და კარგად გათვლილი საეტაპო გადაწყვეტილება არამარტო ქვეყნის არამედ ახალი საკურორტო ეკოსისტემისა და ტურიზმის განვითრების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში.

განახლებული წყალტუბო გახდება, მიზიდულობის ცენტრი სწორედ იმ სახელმწიფოებიდან ჩამოსული მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის, ვის მოსაზიდათაც 2020-2025 ტურიზმის სტრატეგიაა შექმნილი.

ქუთაისი აეროპორტთან სიახლოვე, სვანეთისა და ლეჩხუმის საკურორტო ზონებთან მეზობლობა ისტორიული და რეგლიგიური ძეგლების სიმრავლე, აგროტურისტული მიმრთულებები, კანიონებისა და მღვიმების ერთობლიობა კომპლექსურობა პლატფორმას შექმნის სწორად გათვლილი და ინფრასტრუქტურულად გამართული დასვენებისთვის წყალტუბოს პოტენციალის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით განვითარება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

წყალტუბოს განახლება და განვითარება მოიზიდავ ტურისტების ნაკადებს, როგორც ტრადიციული აგრეთვე ახალი ბიზნესები და და საქართველოს ტურისტულ რუკაზე წარმოაჩენს ახალი სახით და ახალი შესაძლებლობებით.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია დავით სონღულაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები