ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენაზე. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წყალტუბოსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახები ღირსეული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მათ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს, სარგებლის მიღებას კი რაჭა ლეჩხუმის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის მოსახლეობაც შეძლებს. ვხედავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმის დასაწყისს. წარმატება მინდა ვუსურვო ამ წამოწყებას
ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების შეძენაზე
ზაზა გაბუნია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე





