ავტოსაგზაო შემთხვევა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

რუსთავი2

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 დაშავდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. ასევე დაშავდა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მგზავრი. მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. 

უწყების ცნობითვე, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი მანქანა დაზიანდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები