ფელისიტი ჰოფმანმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

Variety.com

ფელისიტი ჰოფმანმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ კალიფორნიის ციხე დატოვა.

ამერიკელმა მსახიობმა სასჯელის მოხდა 15 ოქტომბერს დაიწყო და მას 14-დღიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. თუმცა, ჰოფმანმა საპყრობილე ვადაზე 3 დღით ადრე დატოვა.

ფელისიტი ჰოფმანის ვადაზე ადრე გათავისუფლება BOP-ის [აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს] გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ამის სრული უფლება აქვს.

თუმცა, მსახიობის სასჯელი გათავისუფლების შემდეგ არ იწურება. მან, თავისუფლად ყოფნის პერიოდში, 250 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა უნდა აღასრულოს.

ამერიკელ მსახიობს, ფელისიტი ჰოფმანს, რომელიც ცნობილია ლინეტ სკავოს როლით სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისებში" - ბოსტონის სასამართლომ თავისუფლების 14 დღით აღკვეთა მიუსაჯა 14 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მსახიობმა ქალიშვილის კოლეჯში მოსახვედრად ქრთამი გადაიხადა. ჰოფმანმა დანაშაული აღიარა.

გამოძიების ცნობით, 2017 წელს ჰოფმანმა გადაიხადა ქრთამი, 15 ათასი დოლარის ოდენობით, იმისთვის, რომ მის ქალიშვილს SAT ტესტი მაღალ ქულებზე ჩაებარებინა. ჰოფმანი ამტკიცებს, რომ ქალიშვილმა ქრთამის მიცემის შესახებ არაფერი იცოდა.

მარტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დანაშაულებრივი ქსელი გამოააშკარავა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჯორჯთანუნში, იელში, სტენფორდსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩაბარებას ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. მოსყიდვასა და თაღლითობაში ბრალი დასდეს 33 მშობელსა და 14 ტრენერსა და მასწავლებელს.

კომენტარები