ქართველმა ძალოსანმა, რევაზ დავითაძემ რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
დავითაძემ ატაცში 165/168 კილოგრამი დაძლია.
ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 11 მედალია.