ძალოსნობა

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჯამში 474 კგ. დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

1tv.ge

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დღეს ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დუშეთის კულტურის სახლში, სადაც ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამი აწია და თავისივე მსოფლიო რეკორდი (217კგ) გააუმჯობესა.

ამის შემდეგ, ტალახაძემ აკვრაში 254 კილო დაძლია, რითაც ჯამური მსოფლიო რეკორდი დაამყარა (474 კგ). ქართველმა ძალოსანმა აქაც საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა (473 კგ).

მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში კალიფორნიაში 28 ნოემბერს დაიწყება. ტალახაძე 5 დეკემბერს იასპარეზებს.

კომენტარები