გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სწრაფად გავრცელდა, მაშველებმა ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შენობა მთლიანად არის განადგურებული.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





