ბერა

ორგანიზაციამ, რომელსაც ფული გადაურიცხა, ბერა "ტყის ხალხის კამპანიის" ელჩად დაასახელა

ბრაზილიური ორგანიზაცია ISA, რომელსაც ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, ქართველ მომღერალს "ტყის ხალხის კამპანიის" ელჩად ასახელებს.

"ტყის ხალხის კამპანია" აპრილში დაიწყო და ემსახურება გარემოსა და ადგილობრივი ხალხების დაცვას.

ბერა ივანიშვილმა გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს რიცხავს, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქმედებას მთელი დღის განმავლობაში საჯაროდ იწონებდნენ მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერმინისტრი, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

კომენტარები