საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთი კვლავ მთავარი საექსპორტო ბაზარია - უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ათეული

საქტატმა საგარეო ვაჭრობის 2019 წლის ცხრა თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 16.3%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში - 23.2%-ით. ამრიგად, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22.8%-ია, დსთ-ს ქვეყნების კი - 52.6%.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ჯამური ღირებულება 2,7 მილიარდი დოლარია. წინა წლების მსგავსად, წელსაც ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის კვლავაც რუსეთია. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. რუსეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 13,6%;
  2. აზერბაიჯანი - წილი მთლიან ექსპორტში — 13,1%;
  3. სომხეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 9,6%;
  4. ბულგარეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 7,5%;
  5. უკრაინა - წილი მთლიან ექსპორტში  — 6,7%;
  6. თურქეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 5,7%;
  7. რუმინეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 5,5%;
  8. ჩინეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 4,6%;
  9. აშშ - წილი მთლიან ექსპორტში  — 3,6%;
  10. უზბეკეთი - წილი მთლიან ექსპორტში — 2,6%;

პირველი ცხრა თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. მოცემულ პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს აღემატება. 

საქართველოდან რუსეთში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ფეროშენადნობებზე, ღვინოებზე, სპირტიან სასმელებზე და მინერალურ წყლებზე მოდის. რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან საქართველოში მთავარი საიმპორტო პროდუქცია ნავთობი და ხორბალია. 

ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო საქონლის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - წილი მთლიან ექსპორტში — 17,5%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - წილი მთლიან ექსპორტში — 16,7%;
  3. ფეროშენადნობები - წილი მთლიან ექსპორტში — 8,8%;
  4. ღვინო - წილი მთლიან ექსპორტში — 5,6%;
  5. მედიკამენტები - წილი მთლიან ექსპორტში — 5,2%;
  6. მინერალური წყლები - წილი მთლიან ექსპორტში — 3,6%;
  7. სპირტიანი სასმელები - წილი მთლიან ექსპორტში — 2,9%;
  8. აზოტოვანი სასუქები - წილი მთლიან ექსპორტში — 2,6%;
  9. ოქრო - წილი მთლიან ექსპორტში — 2%;
  10. სიგარები, სიგარელები, სიგარეტები - წილი მთლიან ექსპორტში —1,7%.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

კომენტარები