ფილმები კულინარიაზე

5 ფილმი სიყვარულზე, მზარეულებსა და მადისაღმძვრელ კერძებზე

არსებობს, ფილმები, რომელთა ყურების პროცესში, რთულია ადამიანმა სამზარეულოში შესვლისა და წახემსვის ცდუნებას გაუძლოს. სიყვარული, მზარეულები და მადისაღმძვრელი კერძები - ჩვენ გთავაზობთ 5 ფილმს, რომელშიც ამ ყველაფერს იპოვით:

5) Chef

ეს არის ფილმი ნიჭიერი მზარეულის შესახებ, რომელიც კრიტიკოსს დაუპირისპირდება და რესტორანის ნაცვლად გახსნის პატარა კაფეს ბორბლებზე. გულისამაჩუყებელი ამბავი, ბევრი მდნარი ყველი და მამისა და შვილის თბილი ურთიერთობა  ამ ფილმს საღამოს მთავარ კერძად აქცევს. 


ფოტო: IMDB

4) Chocolat

ფილმში, ჟულიეტ ბინოშის პერსონაჟი საფრანგეთის პატარა ქალაქში შოკოლადის მაღაზიას გახსნის, თანაც მაღაზიის მეპატრონეს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს, მან ყოველთვის იცის რა გემო ესიამოვნება მის მყიდველს. ჯონი დეპისა და ბინოშის სიყვარულის ისტორია არავის დატოვებს გულგრილს.


ფოტო: IMDB
  

3) Ratatouille

რატატუი დისნეის ფილმია ვირთხაზე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და შეფმზარეულობაზე ოცნებობს. დისნეის ამ ანიმაციაში აუცილებლად იპოვით კარგ იუმორს, სიყვარულის ისტორიას, ოცნებების ახდენამდე მიმავალ გზას, ბევრ საინტერესო კერძს, პარიზის ხედებსა და რაც მტავარია - სიკეთეს. 


ფოტო: IMDB

2) Julie & Julia

ამ ფილმში მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ეიმი ადამსი ასრულებენ. სურათი ორი მზარეული ქალის ამბავს გვიყვება. მათ მიერ შექმნილი კერძები შედევრებია, რომლებიც ისტორიას დარჩება. მერილ სტრიპმა, ამ როლისთვის, ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში მიიღო . 


ფოტო: IMDB

1) Eat, Pray, Love

ფილმის ნახვა მხოლოდ იმ პასტის მთებისა და ჯელატოს გამო ღირს, რომლითაც ჯულია რობერტსი ტკბება მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში. ინდოეთი, ბალი, იტალია, უგემრიელესი კერძები, საკუთარი თავის აღმოჩენის ამბავი და სიყვარული. ფილმი ნამდვილად მადისაღმძვრელია...


ფოტო: IMDB

კომენტარები