ავარია

თბილისში, გოცირიძის სადგურზე მოზარდს მატარებელი დაეჯახა

1TV

თბილისში, გოცირიძის სადგურზე მოზარდს მატარებელი დაეჯახა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები