თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ (სემეკ) აირჩიეს.
ნარმანიას ხმა მისცა კომისიის ყველა, ოთხივე წევრმა მისივე ჩათვლით.
იქამდე, ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა.
ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს 18 სექტემბერს წარუდგინა პრეზიდენტმა. თუმცა მოგვიანებით პარლამენტმა მისი კანდიდატურის კენჭისყრა პროცედურული შეცდომის გამო გადადო: პრეზიდენტს მხოლოდ კომისიის წევრების წარდგენის უფლება ჰქონდა და არა თავმჯდომარის.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოიწურა.