ტოჩინოშინი

"საამაყო ტოჩინოშინი!" - სალომე ზურაბიშვილი ლევან გორგაძეს შეხვდა [ფოტო]

სალომე ზურაბიშვილი/ Facebook

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს - ტოჩინოშინს შეხვდა. 

"ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!"- წერს ზურაბიშვილი facebook-ის გვერდზე და ქართველ სპორტსმენთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

კომენტარები