ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა. 

ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს მან იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა. 

ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლაში გამარჯვება სჭირდებოდა. ტიტული მან წინა ტურნირზე, ტრავმების გამო დაკარგა და ნაცუ ბაშოზე სეკივაკეს რანგში ასპარეზობდა

24 მაისს, ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინმა ასევე მოიგო ბრძოლა, თუმცა, მსაჯებმა დამარცხებად ჩაუთვალეს. ქართველმა მეტოქე დაამარცხა, მაგრამ მსაჯებმა ითათბირეს და ლევან გორგაძეს წაგება ჩაუთვალეს. მათ მიიჩნიეს, რომ ტოჩინოშინმა ქუსლი დოჰიოს მიღმა დადო. 

კომენტარები