აშშ

დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტის საკუთარ გოლფ კლუბში ჩატარება გადაიფიქრა

დონალდ ტრამპი
USAtoday

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იდეაზე დიდი შვიდეულის (G7) სამიტი საკუთარ გოლფ კლუბში ჩაეტარებინა. ტრამპის თქმით, ამის მიზეზი დემოკრატიული პარტიისა და მედიის "ირაციონალურად მტრული" განწყობაა. 

"დიდი შვიდეული სამიტის ჩასატარებლად ჩვენ აღარ განვიხილავთ, Trump National Doral-ს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი ადგილის ძიებას", — ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში. ტრამპმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სამიტის მასპინძლობისთვის კემპ-დევიდის რეზიდენციას განიხილავს.

წინა თვეებში დონალდ ტრამპი ბევრს საუბრობდა სამიტის საკუთარ კომპლექსში მიღების უპირატესობაზე. ტრამპის თქმით, მისი გოლფ კლუბი მაიამის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ამასთანავე, რეზიდენციაში საქმიანი შეხვედრებისთვის შესაბამისი ბევრი ოთახია. დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ სამიტისთვის მისი რეზიდენციის გამოყენება აშშ-ისთვის ძალიან კარგი იქნებოდა. 

"მე ვთქვი, რომ მზად ვარ ეს ყველაფერი ფინანსური სარგებლის გარეშე გავაკეთო თუ კანონი ამას უშვებს, უფასოდ აშშ-ისთვის." ტრამპის თქმით, მტრულად განწყობილი მედიები და მათი პარტნიორი დემოკრატები ჭკუიდან გადავიდნენ.

წინა დღეებში თემაზე საუბრისას თეთრი სახლის პრემდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ სამიტის ჩატარებას ტრამპის გოლფ კლუბში გაცილებით იაფი იქნებოდა როგორც ქვეყნის ხაზინისთვის, ასევე, უცხოელი სტუმრებისთვისაც. 

დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ში 2020 წელს გაიმართება.

 

კომენტარები