ავტოსაგზაო მოძრაობის შეზღუდვა

20 ოქტომბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

metronome.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ, 20 ოქტომბერს, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მათი თქმით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მძღოლებმა გვირაბის შემოვლითი გზით უნდა ისარგებლონ.

"საერთაშორისო  მნიშვნელობის  თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო  გზის  87-ე კმ-ზე  მდებარე  გორის  საავტომობილო  გვირაბში,  დაგეგმილია ვინტილატორის  დამონტაჟება.  რის  გამოც,    2019  წლის  20  ოქტომბერს  11:00  სთ-დან  18:00  სთ-მდე,  აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა",-წერია განცხადებაში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.

კომენტარები